ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ტანგო ირანში

0 ხმა

მარიამ ნიკოლავა

ბიოგრაფია

მე ნიკოლავა მარიამი როინის ასული, დავიბადე 1980 წლის 22 აპრილს ქალაქ თბილისში. დედა გახლავთ პროფესიით მსახიობი, ხოლო მამა ფოტოხელოვანი.

1986 წელს შევედი და 1997 წელს დავამთავრე სენაკის რაიონის მეხუთე საშუალო სკოლა.1997 წელს ჩავირიცხე და 2002 წელს წითელ დიპლომზე დავამთავრე ქალაქ სოხუმის  „ცოტნე- დადიანის სახელობის ჰუმანიტარულ- ეკონომიკური“ ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სრული კურსი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ჩემი პოეზიის დებიუტი 2007 წელს შედგა ჟურნალ ,,ლიტერატურულ პალიტრაში". მომდევნო წლებშიც აქტიურად ვიბეჭდებოდი სხვადასხვა ჟურნალ გაზეთებში კერძოდ: რაიონულ გაზეთ ,, კოლხეთში",, მრწამსში"ასევე თბილისის გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან არსებულ ჟურნალ ,, ახალ სიცოცხლეში",სადაც 2007 წლიდან თავად დავიწყე ჟურნალისტად მუშაობა და აქვე მიმიღეს ეკლესიასთან არსებულ სრულიად საქართველოს საზოგადოება,, ენა, მამული, სარწმუნოების" წევრად.

2010 წელს საქართველოს საპატრიარქოს სარეცენზიო საბჭოს ნებადართულობით და მეუფე შიო (მუჯირის) ლოცვა- კურთხევით დაიბეჭდა ჩემი პირველი , პოეტურ- თეოლოგიური ნაშრომი,, სადიდებელი წმინდა ალექსი ბერისა (შუშანიასი). ამავე წიგნის პრეზენტაცია შედგა თბილისის ვაკის ჟურნალისტთა სახლში, რომელსაც უძღვნებოდა ღვაწლმოსილი ქართველი, ბატონი ერეკლე საღლიანი.

2011 წელს ასევე წიგნად დაიბეჭდა ჩემი შემდგომი პატრიოტულ- თეოლოგიური ნაწარმოები ,, ღვთისმშობლის სადიდებელი და ლექსები,რომლის პრეზენტაციაც შედგა, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, კვლავაც ერეკლე საღლიანის თანადგომით.

მომდევნო 2011 წელს გამოიცა ჩემი პროზაული ნაწარმოები „კოლხი იდუმალი მხატვარი", რომელიც მხატვარ რეზო ( ემელიანე ) ადამიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხებოდა.2014 წელს უკვე გავხდი საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი  კავშირის წევრი, ამავე წელს თბილისის აკაკი ხორავას მსახიობის სახლში შედგა მწერალთა რიგით 24- ე ყრილობა , რომელშიაც მონაწილეობის პატივი მერგო გადამწყვეტი ხმის უფლებით.


სინოპსისი

„ ტანგო ირანში"- წარმოადგენს სასიყვარულო რომანს, სადაც მოთხრობილია დედაქალაქში მცხოვრები ოცი წლის ქალიშვილის ცხოვრება, რომელიც მამის ლოთობის გამო გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა. მას თავის სარჩენად მძიმე შრომაზე წასვლა უწევს,კერძოდ დამლაგებლად მუშაობს ჯერ , თავის საცხოვრებელთან ახლოს ,, კნაუფის ქარხანაში" შემდგომ თბილისის ერთ- ერთ პრესტიჟულ სასტუმროში, თუმცა თანამშრომლებისაგან უგულო მოპყრობის გამო , სამუდამოდ ტოვებს სამსახურს.

ატირებული მარიცა გზად ერთ- ერთ კაფეში შედის წყურვილის მოსაკლავად, სადაც გაიცნობს ირანელ ბარის მეპატრონე, ფერჰატს, მამაკაცს. იმ თავითვე მოეწონება უმშვენიერესი ქალიშვილი. იგი მას საკუთარ ბარში სამსახურს შესთავაზებს. გაოცებული მარიცა სიხარულით თანხმდება და ოცნებებით სავსე მეორე დღესვე მიმტანად იწყებს მუშაობას .

ფერჰატი პირწავარდნილი მექალთანე აღმოჩნდება, იგი უტიფრად სხვა და სხვა თავბრუდამხვევი ხერხებით ცდილობს ქალის გულის მონადირებას. საბოლოო ჯამში ქალიშვილს მართლაც თავდავიწყებით შეუყვარდება როგორც თავად ამბობს:   „გადამთიელი მამაკაცი", მაგრამ ახსოვს მთავარი, რომ რჯული არ უნდა შეიცვალოს.

მამაკაცი პირდაპირ მოქმედებაზე გადადის და გოგონას ცდუნებას ცდილობს, რაც არ გამოუვა, თუმცა ის მიზანმიმართულად მოქმედებს და მარიცას თბილისში საგანგებოდ ჩამოსულ მშობლებს გააცნობს, რაც მხოლოდ დადგმული სპექტაკლია და სხვა არაფერი. შემდეგ მას ირანში წაყვანასა და ცოლობას სთავაზობს. ამ შემთხვევაში მოტყუებული მარიცა რწმუნდება მის სერიოზულ მიზნებში, ამიტომაც უარს ვეღარ ეუბნება გულისწორს.

რომანში ასევე ერთი უმნიშვნელოვანესი პერსონაჟი იკვეთება, ეს არის ქრისტიანი არაბი აჰმედი, რომელიც ხშირად დადის ირანელის ბარში და მარიცას მშვენიერებას ათვალიერებს. მას ფერჰატისაგან განსხვავებით ქალიშვილისადმი სერიოზული მიზნები ამოძრავებს, თუმცა ირანელი მამაკაცი ,რომელიც ამ ყველაფერს ამჩნევს თვალსა და ხელს შუა გააქრობს გოგონას .

ქალაქ შირაზში მოხვედრის შემდეგ მარიცა მალევე გაიგებს ფერჰატის ორგულობის შესახებ. მას ხელში ჩაუვარდება ინგლისურ ენოვანი დღიური , სადაც მამაკაცი წერს ,რომ ქალებით გართობის მოყვარულია. სასოწარკვეთილი მარიცა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სახლიდან გაიქცეს.

ამის შემდგომ, ქალი ხვდება თავის მომავალ სიყვარულს , უფრო სწორედ იმ ქრისტიან არაბს, რომელიც ადრე არა ერთხელ უნახავს ფერჰატის ბარში.მათ გულებში ნელ- ნელა ჩაისახება უფაქიზესი გრძნობა, რომელიც უდიდეს სიყვარულში გადაიზრდება.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური